თქვენ, პატარა კაცუნებო, იმას არ დაეტაკეთ, ვინც გგონიათ - ელენე ხოშტარია ციხეში დედამ მოინახულა
“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ელენე ხოშტარია სასჯელარსრულების დაწესებულებაში დედამ, ირინა გუნცაძემ მოინახულა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გუნცაძე წერს და ბიძინა ივანიშვილს და “ოცნების“ ლიდერებს მიმართავს.
თქვენ კი გაქვთ გადაწყვეტილი ელენეს წამება, მაგრამ არ გამოვა ეგ საქმე, - წერს გუნცაძე.
ვიყავი ელენესთან ციხეში ! მინდა ერთმანეთზე გადავაბა ბიძინა, კობახიძე, ირანელ ჯარისკაცს რომ ჰგავს პაპუაშვილი პატარიძე, ურთმელიძე, სალია და კამპანია და შევაგდო ელენესთან რომ კარგად ნახონ რა დღეშიც არის ! ოღონდ თქვენ კი გაქვთ გადაწყვეტილი ელენეს წამება, მაგრამ არ გამოვა ეგ საქმე ! თქვენ პატარა კაცუნებო იმას არ დაეტაკეთ ვინც გგონიათ ! ელენე მიუხედავად აუტანელი ტკივილების თავისი სიმართლით, სინდისით, ძალით, ნებისყოფით, ადამიანურობით... თუმცა თქვენს დაჯაბნას რა უნდა ! აიხლართეთ ტყუილებში ! მთელს მსოფლიოს დაანახეთ რას წარმოადგენთ! სირცხვილია სადამდე მიგორდით!, - წერს გუნცაძე.