შაბათის მარში "სტამბასთან" გაჩერდა და თემურ უგულავას ხსოვნას პატივი მიაგო - მოქალაქეებს პერსონალი ტაშით დახვდა

27.06.26 20:25
შაბათის მარში "სტამბასთან" გაჩერდა და თემურ უგულავას ხსოვნას პატივი მიაგო - მოქალაქეებს პერსონალი ტაშით დახვდა

თბილისში, შაბათის მარში მიმდინარეობს - მოქალაქეები ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. 

აქციის მონაწილეები, რომელთაც ხელში მზესუმზირები და ვარდები უჭირავთ, "სტამბასთან" გაჩერდნენ და წუთიერი დუმილი მიაგეს ბიზნესმენ თემურ უგულავას ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. 

მოქალაქეებს "სტამბასთან" კაფის პერსონალი ტაშით დახვდა. 

  • პარალულურად კი ქაშუეთის ეკლესიაში ბიზნესმენ თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას კვირას, 28 ივნისს დაკრძალავენ. 

ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თემურ უგულავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გუშინ სასტუმრო სტამბიდან სინათლის სხივი გაუშვეს.