კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო

30.06.26 16:55
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო

ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო - შესაბამისი განკარგულება პრემიერის ხელმოწერით 18 ივნისით თარიღდება.

მთავრობამ განკარგულებით, 2019 წელს დაფუძნებული აიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დაფინანსება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაავალა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს „ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 32 02 09) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან, მასწავლებელთა STEAM ბანაკის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ –ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის (ს/წ: 405367240) დაფინანსება 106,530.00 (ას ექვსი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ოდენობით" - ნათქვამია კობახიძის ხელმოწერილ განკარგულებაში.

მსგავსი სიახლეები