ალეკო ელისაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ

03.07.26 13:32
ალეკო ელისაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ

ალეკო ელისაშვილის საქმე - დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატები სასამართლოსგან კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტერორისტულ აქტს ადგილი არ ჰქონია. 

მათ მოლოდინი აქვთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ, ყველა შემთხვევაში ბრალის კვალიფიკაცია შეიცვლება.

“შეუძლებელია ელემენტარული სამართლიანობის პირობებში საუბარი იყოს იმაზე, რომ ტერაქტის მცდელობას ჰქონდეს ადგილი“, - ამბობს ადვოკატი. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მსჯელობა და ექსპერტიზის ჩატარება, შეუძლებელია. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ბრალდების მხარემ ეს მტკიცებულება საერთოდ უდაოდ გახადა, ანუ, ფაქტობრივად ბრალდებამ დაადასტურა, რომ ალეკო ელისაშვილზე წაყენებული ბრალდება ემყარება ჰიპოტეთურ მსჯელობებს და დასკვნას, რომელი დასკვნის გაკეთებაც არ შეუძლია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. შეუძლებელია ელემენტარული სამართლიანობის პირობებში საუბარი იყოს იმაზე, რომ ტერაქტის მცდელობას ჰქონდეს ადგილი, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი. 

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას - მათი თქმით, ისინი საქმეზე ბრალის გადაკვალიფიცირებას არ ელოდებიან. 

ნებისმიერი შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უშუალოდ ვიდეო-ჩანაწერები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მოქმედებები, ასევე თავად ფაქტი, თუ რატომ მოხდა სასამართლოზე თავდასხმა, რა მიზანი გააჩნდა ბრალდებულს, მიმაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მას გააჩნდა სწორედ ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში დადასტურება მისი მხრიდან, რომ ამ შემთხვევაში ჩადენილია ტერორისტული აქტის მცდელობა.

თავდაპირველი შეტყობინება არსებობდა, რომ დაზიანებული იყო სასამართლოს შენობა და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში,დ ადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქმეზე გამოძიება იწყება ნივთის დაზიანებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოებები, მტკიცებულებები, ვიდეო - ჩანაწერები და სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე იქნა მოპოვებული და რომელთა გამოკვლევის შედეგადაც, ბრალდების მხარემ, მიმაჩნია, რომ დაადასტურა სასამართლოში ელისაშვილის მიერ ტერორისტული  აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტი, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის საქმეზე შემდეგი პროცესები 6 და 10 ივლისს ჩაინიშნა.