ჯარიმა მეგობრის შეურაცხყოფისთვის - სასამართლომ გიორგი მელთაური 2 000 ლარით დააჯარიმა

03.07.26 20:05
ჯარიმა მეგობრის შეურაცხყოფისთვის - სასამართლომ გიორგი მელთაური 2 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ გიორგი მელთაური მისი მეგობრის, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძის შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ჭკადუა წერს

სასამართლო პროცესი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

გიორგი მელითაური დააჯარიმეს 2000 ლარით შეურწცხმყოფელი კომენტარის გამო, რომელზეც ეუბნებოდნენ, რომ ლევან ზაზაძეს დაუწერეო და ამ დროს ლევან ზაზაძისთვის არ დაუწერია.

მეტიც, ლევანი და გიორგი კარგად იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობენ.

ბრალში კი წერია, რომ ლევან ზაზაძის შეურაცხყოფის გამო ჯარიმდება ეს ადამიანი.

არადა მეგონა არ იყო ეს ქვეყანა ჩალით დაფარული," - წერს დავით ჭკადუა. 

 

მსგავსი სიახლეები