რუსებმა სუმი დაბომბეს - ავიადარტყმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვი

04.07.26 10:10
რუსებმა სუმი დაბომბეს - ავიადარტყმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვი

რუსებმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბეს - უკრაინული მედიის ცნობით, ავიადარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 7 წლის ბავშვი.

მტრების სამიზნე სუმში საცხოვრებელი კორპუსები გახდა. 

სამაშველო ჯგუფებმა დანგრეული სახლებიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.


 

 

მსგავსი სიახლეები