არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
უწყების განცხადებით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ).