ამოღებულია 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია ორი პირი

04.07.26 10:40
ამოღებულია 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ნცობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი  გადაჰქონდათ.

პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები