როცა ხალხის 80% EU-ს მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი, სად არის გამოსავალი - ესტონეთის მინისტრი

04.07.26 15:08
როცა ხალხის 80% EU-ს მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი, სად არის გამოსავალი - ესტონეთის მინისტრი

 

 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი აცხადებს, რომ როცა საქართველოში ხალხის "80% ევროკავშირის მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი, სად არის გამოსავალი".

ეს პასუხი გასცა ევროპელმა პოლიტიკოსმა დღეს ვენაში, "ალდეს" ყრილობაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტს - რუსუდან დუმბაძემ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივას და სად არის გამოსავალი. 

ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე: როგორც ბოლო გამოკითხვებით ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების თითქმის 80 პროცენტი ევროინტეგრაციის მხარდამჭერია, თუმცა პროცესი შეჩერებულია და ამას აქვს მიზეზები. როგორც აფასებთ არსებულ სიტუაციას? როგორ ხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივას, რადგან მთავრობა დიალოგის მომხრეა კომპრომისის გარეშე, სად არის გამოსავალი

ესტონეთის პრემიერი: როცა ხალხის 80 პროცენტი ევროკავშირის მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი სად არის გამოსავალი. კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა არის შესაძლებელი-ხალხის შეცვლა თუ მთავრობის? ვფიქრობ, ეს არის ჩემი პასუხი.

" მაშინ, როცა ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია"-  ამის შესახებ იმ რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომლის მიღებასაც "ალდე" აპირებს.

სამუშაო დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა - ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, "ალდე" აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი. 

პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს - დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი" რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება". 

მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს"ივანშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ" .

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.