კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში! - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"
კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში რომ ივაჭროთ! - ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი"ქართულ ოცნებას" ვენიდან უხსნის, რა არის გასაკეთებელი.
ბეათე მაინლ-რაიზინგერი ამბობს, რომ ვიდრე ხელისუფლება პარტნიორების მოსმენას არ ისწავლის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაყინული დარჩება.
მთავარი მოთხოვნა და მოწოდებაც ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებაა.
თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით - ეუბნება ივანიშვილის გუნდს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
- განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ვენაში "ალდეს" ყრილობაზე "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩვენ ძალიან მკაფიონი ვართ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ეთქვა და ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და, ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ეს არასოდეს მოხდება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი ევროკავშირი დაფუძნებული იყოს ამ ღირებულებებზე... და თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით
ჩემი გვჯერა, რომ გზა მთავრობამ უნდა გაკაფოს. უზრუნველყოს ეს საკუთარი მოქალაქეებისთვის. აშკარაა, ის, რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. მოქალაქეებს სურთ, მათ აირჩიეს ევროპა და მთავრობა მხარს არ უჭერს ამას, ვხედავთ მასშტაბურ უკუსვლას", - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
" მაშინ, როცა ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია"- ამის შესახებ იმ რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომლის მიღებასაც "ალდე" აპირებს.
სამუშაო დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა - ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, "ალდე" აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.
პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს - დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი" რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება".
მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს"ივანშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ" .
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.
რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.
აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.