Reuters-ი: გერმანიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
პოლიციის ცნობით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ დემონსტრაციაში დაახლოებით 15000 ადამიანი მონაწილეობს, მათ კონფერენციამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს.
- გერმანიის ქალაქ ერფურტში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობა იმართება, სადაც პარტია ლიდერებს ირჩევს.
როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები პარტიის თანათავმჯდომარეებად ალის ვაიდელსა და ტინო ჩრუპალას აირჩევენ.