თავდასხმა პურის მწარმოებელზე - რატომ აჭიანურებს პროკურატურა მარნეულის მერის ძმის საქმეს
დაკავებიდან ზუსტად სამი თვე გავიდა, თუმცა მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ არ დანიშნულა. სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი უკვე მეორედ, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ქენან ისმაილოვი 7 აპრილს დააკავეს. მას ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მარნეულში მან ნიღბიან პირებთან ერთად ბიზნესმენს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირებას ბიზნესინტერესები უძღოდა წინ. გამოძიება სწავლობს ბრალდებას, რომ ისმაილოვების გარემოცება პურის ფასის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდა და სხვა მეწარმეებზეც ზეწოლას ახორციელებდა. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლომ საქმე სარჩელის მიღებიდან არაუგვიანეს ორ თვეში უნდა განიხილოს. განსაკუთრებული სირთულის შემთხვევაში, ვადა შესაძლოა ხუთ თვემდე გაგრძელდეს. „პირველები“ საქმის პროკურორისგან ცდილობს გაარკვიოს, რა გახდა სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.