ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში.
„უწყებამ“ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.
შენიშვნა: საილუსტრაციო ფოტო