გაგიკ წარუკიანის დაკავების შემდეგ, მისი ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს

07.07.26 12:13
გაგიკ წარუკიანის დაკავების შემდეგ, მისი ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს

„აყვავებული სომხეთის“ პარტიის თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი დაკავებულია - ჩხრეკა ოლიგარქის  სასახლესა და მის საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 70 მისამართზე ჩატარდა. 

წარუკიანი დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

რაც შეეხება „აყვავებული სომხეთის“ პარტიის თავმჯდომარის სასახლეში მოთავსებული ლომებს, ისინი ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.

 პარტიის პრესმდივნის ივეტა ტონოიანის თქმით, წარუკიანის ოფიციალური მიღებების სახლის ჩხრეკის დროს იქ მყოფი ცხოველებიც დააძინეს და ზოოპარკში გადაიყვანეს. პრესმდივნის განცხადებით, ცხოველების ანესთეზია გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს.

ერევნის მერიაში ამბობენ, რომ კერძო სასახლეში მყოფი ცხოველები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.