უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

07.07.26 12:14
უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და  სხვა სახელმწიფოების - მოქალაქეები. 

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს,  ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და  სხვა სახელმწიფოების - ჯამში 54 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს,  ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში - 232, თებერვალში - 312, მარტში - 360, აპრილში - 401, მაისში - 340 და ივნისში - 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე," - წერია განცხადებაში.