ოპოზიციის დევნის საქმე - პროკურორი პასუხობს კითხვას, გეგმავენ თუ არა გიორგი ქადაგიძისთვის ბრალის წარდგენას
ოპოზიციის დევნის საქმე - პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამორიცხულია კიდევ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრვი დევნა დაიწყოს.
- დღეს "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში მიყვანილი მოწმე-პოლიციელები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად გიორგი ქადაგიძის სახელსა და გვარსაც ასახელებენ.
სწორედ ამიტომ, "პირველებმა" პროკურორს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება აღნიშნულ საქმეზე გიორგი ქადაგიძისთვის ბრალის წარდგენა.
სახელმწიფო მბრალმდებლის განმარტებით, საქმე უკვე არსებით განხილვაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულთა წრე ვერ გაიზრდება.
ამ საქმეზე გამოკითხულ პირებს და პირებს, რომლებიც ამ საქმეზე დღეს იკითხებიან, რა თქნმა უნდა, გამოძიების ეტაპზე და სასამართლოშიც მხარეთა მიერ და საწყის ეტაპზე გამომძებლის მიერ დაესვათ კითხვა,მ თუ ვისი იდენტიფიცირება შეძლეს აქციაზე. მათი მხრიდან დასახელებული იყო ნებისმიერი პირი, რომლის იდენტიფიცირებაც მათ შეძლეს აქციაზე და ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დანაშაულის ჩადენაში ამხელს რომელიმე გამომძებელი რომელიმე პირს. კონკრეტული პირების მიმართ, რომელთა მიმართაც არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და წარმოდგენილი არიან საქმეზე ბრალდებულების სახით.
ამ საქმეზე, რომელიც იხილება სასამართლოში და ვართ არსებითად განხილვის ეტაპზე, რა თქმა უნდა, არსებითად განხილვის ეტაპზე ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოვრიცხავ ვინმე მიმართ სისხლის სამართლებრვიი დევნის დაწყებას", - განაცხადა პროკურორმა.
ოპოზიციის დევნის საქმე - ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.