DSG: ნატო-ს ანკარის სამიტი საქართველოსთვის თვითიზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

07.07.26 18:59
DSG: ნატო-ს ანკარის სამიტი საქართველოსთვის თვითიზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

ნატო-ს ანკარის სამიტი საქართველოსთვის თვითიზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია - ასე ეხმაურება საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება (DSG) ნატოს ანკარის სამიტზე ქვეყნის არ მიწვევას.

DSG-ის შეფასებით, მაკა ბოჭორიშვილის ანკარაში ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ ცვლის იმ გარემოებას, რომ საქართველო ნატო-ს სამიტის ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესსა და გადაწყვეტილებების განხილვის ფორმატებს მიღმა დარჩა.

ნატო-ს ანკარის სამიტი საქართველოსთვის თვითიზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
❌საქართველოს არც ერთი ოფიციალური პირი არ მონაწილეობს სამიტის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში. 
❌საქართველოს საკითხი არც ერთი ოფიციალური შეხვედრის დღის წერიგში არ არის შეტანალი. 
⚠️ შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის სამიტის პერიოდში ანკარაში ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ ცვლის იმ გარემოებას, რომ საქართველო ნატო-ს სამიტის ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესსა და გადაწყვეტილებების განხილვის ფორმატებს მიღმა დარჩა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები