ავარია ლაგოდეხში - გარდაცვლილია 25 წლის კაცი, მძიმედ დაშავდა მისი მეგობარი

09.07.26 23:30
ავარია ლაგოდეხში - გარდაცვლილია 25 წლის კაცი, მძიმედ დაშავდა მისი მეგობარი

მსხვერპლით დასრულდა ლაგოდეხში, სოფელ ცხაკაიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა,  სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

25 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ავტომობილში მყოფი მისი მეგობარი კი მძიმე დაზიანებებით  კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები