ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება
დღეს, საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.
ცნობილია, რომ სანამ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
- მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ პოლიტიკოსს სასამართლოში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მისცა.
როგორც ბრალდებული პოლიტიკოსის ადვოკატი "პირვლებს" ეუბნება, ალეკო ელისაშვილის არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მას ობიექტურ განაჩენს გამოუტანს. გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილმა იცის, რომ მის განაჩენს მოსამართლე გელაშვილი არ წერს.
მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპმა, მოწმეთა ჩვენებებმა და გამოკითხვებმა, ექსპერტიზის დასკვნებმა აჩვენეს, რომ არ არსებობს საქმეში არცერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტეორირისტული აქტის მცდელობა. ჩვენ რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ალეკოს გამართლებს, საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას ალეტრნატივის სახით, თუმცა მე გუშინ ალეკოსთან მქონდა საუბარი და მას მოლოდინი არ აქვს მოსამართლე გელაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ბატონი გელაშვილი თავად არ არის ამ გადაწყვეტილების მიმღები პირი და გადაწყვეტილების მიღება ხდება უფრო ზემდგომ ორგანოებში. ყველა სამართლებრივ დონეს გავივლით, რომ შემდეგ ევროპულ სასამართლოს მივმართოთ. ეს არის აბსურდული ბრალი, ეს არის პირის მიმართ პოლიტიკური დევნა", - აცხადებს გიორგი რეხვიაშვილი.
რას ედავებიან ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.