ეს ჯგუფურად მოძალადეები კვლავ თავისუფლად რატომ დადიან და მე კვლავ ციხეში რატომ ვარ? - რეზო კიკნაძე "ოცნებას"

10.07.26 10:32
ეს ჯგუფურად მოძალადეები კვლავ თავისუფლად რატომ დადიან და მე კვლავ ციხეში რატომ ვარ? - რეზო კიკნაძე "ოცნებას"

 

 

რატომ არიან მოძალადეები თავისუფლები, ჩვენ კიდევ ციხეში? - ასე ეხმაურება პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე პარლამენტშ მომხდარ ძალადობას. 

პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდას აინტერესებს, ვინ არის ნამდვილი მოძალადე. 

პროვოკაცია მოგვიწყვეს, არცერთ სამართალში არ წერია, რომ რაიმე გამართლების საფუძველია – ამბობს რეზო კიკნაძე.

ეს ჯგუფურად მოძალადეები კვლავ თავისუფლად რატომ დადიან გარეთ, და მე კვლავ ციხეში რატომ ვარ? ვინ იძალადა ჯგუფურად – მე თუ ამათმა, ყველა ნორმალური მიხვდება. პროვოკაცია ჩვენ რომ მოგვიწყვეს, ისე უნდა, მაგრამ არავისზე გვიძალადია, ამათგან განსხვავებით!

„პროვოკაცია მოგვიწყვეს“, კიდე არცერთ სამართალში არ წერია, რომ რაიმე გამართლების საფუძველია — ნებისმიერს შეუძლია იგივეს თქმა დაუსაბუთებლად. ფაქტი, რასაც ვხედავთ, ის არის", - წერს რეზო კიკნაძე.