ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

10.07.26 11:30
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ე.წ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, გელა მებონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე "საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით აღიძრა.

როგორც დე ფაქტო უწყების ცნობიდან ირკვევა, გელა მებონიამ დანარჩენი საქართველოს მხრიდან "საზღვარი" გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან 2 ივლისს გადაკვეთა.

დე ფაქტო უწყების ცნობითვე, 2026 წლის 6 ივლისს, წინასწარი გამოძიების პერიოდში, ეჭვმიტანილ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს შესაბამისი უწყებები მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.