TI ტროტუარზე დგომის საქმეზე, „დროას“ წევრის, თამარ ფერაძის უფლებებს ევროსასამართლოში დაიცავს

10.07.26 11:44
TI ტროტუარზე დგომის საქმეზე, „დროას“ წევრის, თამარ ფერაძის უფლებებს ევროსასამართლოში დაიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პროტესტის მონაწილე თამარ ფერაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს.

TI -ის ცნობით, „საქმე ტროტუარზე დგომისთვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ პატიმრობასა და ფერაძის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას ეხება“.

ცნობისთვის, „დროას“ წევრს, თამარ ფერაძეს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მაისში შეეფარდა. შსს მას ტროტუარზე დგომას და საავტომობილო მოძრაობისთვის ხელის შეშლას ედავებოდა.