"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებულებს შორის "ოცნების" სიით გასული საკრებულოს დეპუტატია
"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებულებს შორის ცაგერის საკრებულოს წევრია - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
ირკვევა, რომ გამოძიებამ "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ხელბორკილები რამდენიმე თვის წინ ლაშა ლეთოდიანს დაადო. ის 29 დაკავებულთა შორისაა.
ლეთოდიანი ცაგერის საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით არიის გასული, ახლა კი "ხალხის ძალას" წარმოადგენს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლეთოდიანის ადვოკატმა საკრებულოდან ბრალდებულის დახასიათება მიიტანა.
"იშვიათი და მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანი" - ასე ახასიათებენ განსასჯელის სკამზე მჯდომ ცაგერის საკრებულოს წევრს საჯარო მოხელეები და დახასიათებაში უთითებენ, რომ ლაშა ლეთოდიანი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდეს.
სატელეფონო ჩანაწერები არის წარმოდგენილი ავტომობილში. ლაშა ლეთოდიანს ნასამართლეობაც არ აქვს. მას ჰყავს ოჯახი, ის არის საკრებულოს წარმომადგენელი, რომლის უკანაც ბევრი ადამიანი დგას", - თქვა ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა.
- ლაშა ლეთოდიანს ცაგერის საკრებულოში ებარა სოციალური საკითხების მოგვარება და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. წარსულში ის განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრშიც იყო დასაქმებული და საასკოლო პროგრამების მომზადება ეხებოდა.
როგორც დღევანდელ პროცესზე საბრალდებო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, ლეთოდიანი თვეების განმავლობაში ჩართული იყო ე.წ. "ქურდულ გარჩევებში", გარვეულ პირებს ე.წ. ქურდული საერთოსთვის თანხის შეგროვებას სთხოვდა და საქმეს მისსავე მანქანაში.
დღევანდელი სასამართლოდან გახდა ცნობილი, რომ დეპუტატს გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ მანქანაში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურით უსმენდა. სწორედ აქედან გაიხსნა საქმე.
- ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა - მათგან 29 დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს", დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.