"ქურდული გარჩევების" საქმე - პროკურორი განმარტავს, რას ედავება გამოძიება 35 წლამდე ლალო გველესიანს
საქმეების გარჩევა "ქურდული" წესებით" - 35 წლამდე ლალო გველესიანს, რომელიც 29 დაკავებულიდან ერთადერთი ქალია, გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას ედავება.
როგორც დღეს მედიას პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განუცხადა, ლალო გველესიანმა სხვა პირთა შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმართა "ქურდული სამყაროს" წევრს.
ლალო გველესიანს ვედავებით "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას, რა დროსაც მან მიმართა "ქურდული სამყაროს" განხორციელების მიზნით პირზე ზემოქმედებსი განსახორციელებლად, ვინაიდან საქმე ეხებოდა გარკვეულ პირთა შორის კონფლიქტს. კონფლიქტის გამო მიმართა ქალბატონმა.
"ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გვაქვს მისთვის ბრალი წარდგენილი. გარკვეული სახის კონფლიქტი იყო პირებს შორის და აღნიშნული დავის "ქურდული წესებით" გადასაწყვეტად მიმართა "ქურდული სამყაროს" წევრს. სხვა პირთა შორის იყო კონფლიქტი და "ქურდული წესებით" გადასაწყვეტად მიმართა. კი ბატონო მისი მეგობრები იყვნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები", - აცხადებს პროკურორი
"პირველებმა" პროკუორის ჰკითხა, გამომდინარე იქიდან, რომ ქალი არასრულწლოვანი შვილის დედაა, ხომ არ იქნება მის მიმართ შეღავათები ან ხომ არ განიხილება საპროცესო შეთანხმება, რაზე პასუხადაც სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ამისთვსი საჭიროა ბრალის აღიარება.
საპროცესოს გაფორმებსი საფუძველი შეიძლება გახდეს პირის მიერ აღიარება და მონანიება - ასევე მხედველობაში ვიღებთ დანაშაულის შინაარსს და ხასიათს და დანაშაულის ჩადენსი მერე მის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას მის მიმართ საპროცესოს გაფორმებასტან დაკავშირებით", - აცხადებს პროკურორი.
საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა - მათგან 29 დაკავებულია, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს", დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.