"ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

10.07.26 13:35
"ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს, ლაშა ლეთოდიანს და კიდევ 9 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 

პატიმრობას დაკავებულებსი მიმართ ბრალდების მხარე ითხოვდა - დაცვის მხარემ კი ბრალდებულების დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყანა.

ცნობისთვის ცაგერის საკრებულოს დეპუტატის ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის დახასიათებაც კი მიიტანა საკრებულოდან.

ლეთოდიანი ცაგერის საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით არიის გასული, ახლა კი "ხალხის ძალას" წარმოადგენს. 

  • ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა - მათგან 29 დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს", დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები