კობახიძის ხსენების შემდეგ მოსამართლე გელაშვილი ელისაშვილს პროცესიდან გაძევებით დაემუქრა
ირაკლი კობახიძის ხსენების შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი ალეკო ელისაშვილს პროცესიდან გაძევებით დაემუქრა - დღეს საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
ამ წუთებში სხდომაზე საბოლოო სიტყვით სარგებლობს ალეკო ელისაშვილი. მან მისი სიტყვა სწორედ კობახიძის მიერ მასზე გაკეთებული დღევანდელი განცხადების შეფასებით დაიწყო.
ციხეშიც მითხრეს რა კარგად იბრძვიანო ადვოკარები. მაგრამ ვიცით რომ ამაო ბრძოლაა, წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი. კობახიძემ წინასწარ შეახსენა სასამართლოს ტერორისტიაო", - განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ადგილიდან "პრიველების" კორესპოდენტი იუწყება, სწორედ ამის შემდეგ შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ ბრალდებულს და უთხრა მხოლოდ საქმის ირგვლივ ესაუბრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გაძევებით დაემუქრა.
რას ედავებიან ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.