მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესიდან გააძევა - პოლიტიკოსის ბოლო სიტყვა

10.07.26 14:51
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესიდან გააძევა - პოლიტიკოსის ბოლო სიტყვა

 

 

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესიდან გააძევა - ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსამართლემ მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის უშვერი სიტყვებით ხსენება არ აპატია. 

ალეკო ელისაშვილმა მისი მიმართვის ბოლოს საქართველოს და უკრაინას გამარჯვება უსურვა, ხოლო აგრესორი რუსეთი სასამართლოდან "მოიკითხა".

პოლიტიკოსის განცხადებას დარბაზში ტაში და ოვაციები მოჰყვა.  ამ ოვაციების გამო მოსამართლემ სხდომის დახურევის გადაწყვეტილება მიიღო. 

ქალაჩუნობა მაღიზიანებს, ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო, გათიშულ ხალხს წიხლებს რომ ურტყამდნენ, ის ნახეთ და მერე გამამტყუნეთ. მე პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ, მე დავიბადე კაცად და ქართველად! ის პროტესტი მახრჩობდა და ვიმოქმედე, არ გამომივიდა, იმას ვნანობ, რომ ასე იაფად დამიჭირეს. ვიცოდი, რომ თავზე ხელს არ გადამისვამდნენ.

მშვენივრად ვგრძნობ თავს, ამ ქვეყნის წინაშე პირნათელი ვარ და ჩემს სახლში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, ნახეს როგორ სახლში ვცხოვრობ. პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია.

გახარიას ხალხი მინდა გავამხნეო, ძალიან ვაჟკაცები იყვნენ ქალიან-კაციანად! რატომ არ ვიყავი იქ, იმ გორდულაძეს გავაბრტყელებდი.

კობახიძის და მდინარაძის დ...ა მ...ან უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს და დედის ტ***** რუსეთს - ელისაშვილი ბოლო სიტყვა სასამართლოზე.

დღეს საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს. 

რას ედავებიან ელისაშვილს?

  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.  ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.