ელისაშვილზე განხორციელებული ძალადობა კანცელარიასთან - პოლიტიკოსმა კიდევ ერთი პოლიციის მაღალჩინოსნის გვარი დაასახელა
ალეკო ელსაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი პოლიციელის გვარი დაასახელა, ვინც მისი თქმით, 2024 წლის აპრილში, როდესაც კანცელარიასთან სასტიკად გაუსწორდნენ, მასთან მივიდა და "ბინძური სიტყვები" უთხრა.
პოლიტიკოსის თქმით, ეს ადამიანი იყო პოლიციელი რონი მესხი, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
ელისაშვილმა თქვა, რომ რონი მესხი მასთან "ბინძური სიტყვების სათქმელად" მაშინ მივიდა, როცა კანცელარიასთან სასტიკად ნაცემი ძირს ეგდო.
რატომ გავაკეთე, ხალხი ალბათ კითხულობს. პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი, ყველაზე მეტი ვიდეოკამერა სადაცაა, იმის წინ, პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დამიჭირა, შემათრია ვაჟა სირაძის განკარგულებით, კამერების თვალწინ თავ-პირი დამალეწეს, 20 პოლიციელი წიხლით შემდგა, სახე მიმარტყმევინეს, დროშა რაზეც კეთდება იმაზე. კადრებში ჩანს ის ტიპები - ზაქრო ჩოხელია, ვინც ამოვიცანი. შსს-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახური წერდა, ამ კადრებში პოლიციელები რომ ჩანან, ხომ არ გეცნობათო და იმათმა, არაო. ზაქრო ჩოხელზე ეიჩარის თანამშრომელმა მიწერა, არ იძებნება ჩვენთანო. სახეზე ჩანს, დამნაშავე ჩანს, სახელს და გვარს ვამბობ, შენც არ მომიკვდე! მოქმედი დეპუტატი ვიყავი და დაკავების ოქმი შეადგინეს, ჩინური ანჯელინა ჯოლივით ვიყავი, ტუჩი დასივებული მქონდა...მერე იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი პირველაშვილი, დამაკავეს, ნეკნი მომტეხეს. ხელბორკილდადებული დამაგდეს და მირტყამდნენ, სისხლჩაქცევები რატომ მქონდა, კიბეზე კი არ წავქცეულვარ. დარწმუნებული ვარ, ეს კადრები არსებობს და ნანახიც გაქვთ. რა დამავიწყებს რომ ვეგდე და მირტყამდნენ, ერთადერთი რასაც ვახერხებდი, იყო ის რომ ვაგინებდი.
ის პოლიციელი ამოვიცანი - რონი მესხია ის გათახსირებული კაცი, მოადგილეს იძახდა ყველა და ვერ მივხვდი, მერე „ნოდარ მელაძის შაბათში“ ვნახე. რონი მესხი შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილე შემოვიდა, ნაცემ, ნაბეგვ კაცს ძალიან ბინძური რაღაც მითხრა, ვერ გავიმეორებ, 5 იმდენი დავუბრუნე. ელისაშვილი ხარო?,- მკითხა. კი- მეთქი და საზიზღრობა მითხრა".- განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, კანცელარიასთან, რუსული კანონის საწინააღმდეგიო აქციაზე, პოლიციელებმა ელისშვილს სასტიკად სცემეს.