შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეზე დაწერილი ფბ-პოსტების გამო, ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს
შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძეზე დაწერილი ფბ-პოსტების გამო, ტელეწამყვანი ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
- „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“
- „პაპუაშვილი *ლეა“ - ასეთი კომენტარები მხვდება სოციალურ ქსელში... წინაზეც დავწერე სტატუსი, რომ სამმართველო უკვე ამოქმედებულია და იქნებ ამ სამსახურს სცეთ პატივი, თუმცა შალვას პატივისცემისკენაც მოგიწოდებთ დაბეჯითებით. გასაგებია, რომ *ლედ მიგაჩნიათ ამხელა კაცი, მაგრამ სამმართველოც **ლეობაა?“ , - წერს სანაია სადავო პოსტებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პროცესზე აღნიშნა, რომ ამგვარი ფორმით პოსტების დაწერა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
გაირკვა, რომ სანაიას შარშან 4000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, ამიტომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად მიიღო.