თბილისში დაჭრილი 15 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილის დაჭრაში 26 წლის კაცის მამაც მონაწილეობდა
თბილისში მეზობლის მიერ დაჭრილი 15 წლის მოზარდის დედა "პირველებთან" მომხდარის შესახებ საუბრობს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის დაჭრაში 26 წლის კაცის მამაც მონაწილეობდა
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც 26 წლის კაცი მოზარდს დაედავნა, 15 წლის ბიჭი თავდამსხმელის მამამ დაიჭირა, ახალგაზრდა კაცმა კი დანით ჭრილობები მიაყენა.
მე საქართველოში ვიყავი, ჩემმა ნათესავმა დამირეკა, თქვა, რომ ბავშვი ძალიან ცუდად არის. ბავშვები ქუჩაში იყვნენ, უბანში, ეს კაცი მთვრალი იყო, მაგის ბიჭს არ ვიცნობ საერთოდ, არ ვიცი მთვრალი იყო თუ კაიფში იყო, არ ვიცი. მერე თქვა, რომ რატომ ლაპარაკობ აზერულ ენაზეო, იჩხუბა. მერე ჩემი ბიჭის ხელი დაიკავა, მამამისმა დაიკავა ხელი, მაგის ბიჭი 26 წლის არის და ჩაარტყა, - ამბობს ქალი.
"პირველების" ინფორმაციით, თბილისში მეზობელმა 15 წლის ბიჭი დაჭრა. არასრულწლოვანს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა, ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა.
როგორც "ტვ პირველს" ადგილობრივები უყვებიან, 26 წლის მეზობელი ეზოში ბავშვების თამაშმა და ხმაურმა შეაწუხა, რის გამოც ჯერ მოზარდს ეჩხუბა, შემდეგ სახლიდან დანა ქუჩაში გაიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ ჩაარტყა.
26 წლის კაცმა ამის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც - დანა.