სისხლიანი გარჩევა თბილისში - რას ყვება 15 წლის მოზარდი, რომელიც მეზობელმა დანით დაჭრა
პირველი სატელევიზიო ინტერვიუ 15 წლის მოსწავლესთან, რომელიც მეზობლის მიერ დაჭრის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მოზარდი „პირველებთან“ ჰყვება, რომ მეზობელმა მამაკაცმა ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მისი თქმით, მომხდარის გახსენება რთულია, თუმცა კარგად ახსოვს კონფლიქტის მიზეზი.
როგორც 15 წლის ბიჭი "პირველებს" უყვება, გამოძიების მიერ დაკავებული 26 წლის გიორგი ცაბუტაშვილი ეზოში ბავშვების თამაშითა და ხმაურით გაღიზიანდა. მოზარდის მონათხრობით, მამაკაცმა ბავშვებს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაზარალებულის დედა აცხადებს, რომ მომხდარში 26 წლის კაცის მამაც მონაწილეობდა. მისი თქმით, როდესაც მისი შვილი თავდამსხმელისგან გაქცევას ცდილობდა, ბრალდებულის მამამ ის შეაჩერა და ხელები გადაუგრიხა, რის შემდეგაც მისმა შვილმა მოზარდს დანით დაზიანებები მიაყენა.
ვრცლად ნახეთ იაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.