ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, დავით ქებურია 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცს, დავით ქებურიას დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი მტკიცებით, ქებურიას "ბრალად ედება რუსეთს წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობაში".
ამავე ბრალდების მიხედვით, ქებურიამ საკუთარი დანაყოფი შექმნა, სადაც ასევე "იწვევდა დაქირავებულ მებრძოლებს".