არასრულწლოვანი და მისი ოჯახის წევრი სცემეს, ერთ-ერთ მათგანს კი ცივი იარაღით დაზიანება მიაყენეს - დაკავებულია 3 პირი

11.07.26 15:44
არასრულწლოვანი და მისი ოჯახის წევრი სცემეს, ერთ-ერთ მათგანს კი ცივი იარაღით დაზიანება მიაყენეს - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თელავში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე სამი პირი დააკავა - შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე,  ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა. 

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.