სოციალური მომიხსნეს, მას მერე მშიერი ვარ - პენსიონერი სენაკიდან

11.07.26 17:19
სოციალური მომიხსნეს, მას მერე მშიერი ვარ - პენსიონერი სენაკიდან

 

 

66 წლის პენსიონერი სენაკიდან ამბობს, რომ ადგილობრივმა მერიამ სოციალური დახმარება შეუჩერა - ირინე ქოიავა "პირველებს" ეუბნება, რომ 2 თვის წინ სოციალური სამსახურიდან მიაკითხეს და სოციალური იმსი გამო შეუჩერეს, რომ მეზობლის სახლში ცხოვრობდა. 

ამ ადამიანი სახლიდან წამოვალ, მაგრამ სად ვიყო? შემასახლონ სადმე - ამბობს პენსიონერი.

66 წლის ქალის თქმით, მას შემდეგ, რაც სოციალური შეუწყვიტეს, ფაქტობრივად მშიერია.

რამდენი წელია სოციალური მეძლეოდა, ახლა უაზროდ მოვიდა ვიღაც აგენტი და მითხრა, არ გექნებათო - რის გამო? იმის გამოო, ვის ადამინის სახლშიც ცხოვრობთ, თქვენ ალბათ მოლაპარაკებულები ხართო. სად ელგუჯა თოფურია და სად მე? მე უბრალოდ ვარ შეკედლებულ, რომ შევეცოდე მაგიტომ- თავშესაფარი რომ არ მაქვს მაგიტომ. რაც სოციალური მომიხსნეს იმის მერე მშიერი ვარ. ყველას რამდენიმე ნაჭერ ყველს ვიყიდიდი, ხან შაქარს და რაღაცით თავი გამქონდა.  საერთოდ ესეც რომ მომიხსნეს, მშიერი კუჭით როგორია 66 წლის ქალის დაძინება.

სიმსივნისმაგვარი გამიჩნდა ამდენი ნერვიულობის გამო - სად დავწვე წვიმაში, ქარში. სად ვიყო აბა? კარგი ამ ადამიანი სახლიდან წამოვალ, სად ვიყო? შემასახლონ სადმე. 300 ლარში მოძბნეო რამე და შეგასახლებო, დავიარე მთელი სენაკი, 300-ად კი არა 500-ად ვერ ვიშოვიო". - ამბობს ირინე ქოიავა.