სასამართლომ იოსებ სიგუას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

11.07.26 19:43
სასამართლომ იოსებ სიგუას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის იოსებ სიგუასთვის, ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე არსებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

სხდომის დასრულების შემეგ, TV პირველმა სიგუას მისცა საშუალება მძიმე ბრალდებებზე კომენტარი გაეკეთებინა, თუმცა მან ჩვენი ჟურნალისტის არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. 

პოლიციის  მაღალჩინოსანს შესაბამისი მოწყობილობა მას შემდეგ შეაბეს, რაც პოლიციას მორიგჯერ მიმართა სოფია სიგუა-შატბერავამ, რომელიც ქმარს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. 

ამასთან,  დღეს გაირკვა, რომ იოსებ სიგუამ თანამდებობის დატოვების შესახებ მინისტრს განცხადებით მიმართა - "პირველებს" შს სამინისტროში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სიგუას განცხადება დაკმაყოფილდა. 

ეს უკანასკნელი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. ამ თანამდებობაზე სიგუა 2 დღის წინ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა-შატბერავამ ქმარი ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები