პატრიარქმა პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების თხოვნით უკვე მიმართა, ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს - მეუფე ვახტანგი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უკვე მიმართა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა განუცხადა.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მომავალში პრეზიდენტს ანალოგიური თხოვნით წმინდა სინოდმაც მიმართოს.
„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს...
სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი",-განაცხადა მეუფე ვახტანგმა.
ამავე თემაზე:
ირაკლი კობახიძემ დღეს განმარტა, რომ "შეწყალების რესურსი შემცირდა". "ქართული ოცნების" ლიდერის შეფასებით,ამის მიუხედავად შეეცდებიან ამ მიმართულებით მუშაობა გააგრძელონ.
სტატისტიკით, ქართულ ციხეებში 31 მაისის მონაცემებით, 12 135 პატიმარი იყო. სამ ციხეში კი - ქსნის, გლდანისა და ქუთაისის ციხეებში პატიმართა დასაშვები ლიმიტი გადაცილებულია.
ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ ყაველაშვილს შეწყალების აქტი აღარ გამოუცია. ასობით პატიმარი, რომელსაც განცხადება დაწერილი აქვს, ორბელიანების სასახლიდან პასუხს თვეებია, ელოდება.