ირაკლი კობახიძის შემდეგ, ოპოზიციას მამუკა მდინარაძეც ემუქრება

17.07.26 15:09
ირაკლი კობახიძის შემდეგ, ოპოზიციას მამუკა მდინარაძეც ემუქრება

 

 

ირაკლი კობახიძის შემდეგ, ოპოზიციას მამუკა მდინარაძეც ემუქრება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში რეალური ოპოიზიცია არ არსებობს.

დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს, თუნდაც აწ უკვე თეორიული, ქვეყნის მმართველობის პრეტენდენტი, არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება - განაცხადა მდინარაძემ. 

"ოცნების" ლიდერის მტკიცებით, ოპოზიციონერობის ნიშა „აგენტურას აქვს მითვისებული“ იმ რამდენიმე პარტიის გარდა, რომლებიც მისივე შეფასებით, „ნელ-ნელა ვითარდებიან“.

ლოგიკური, ელემენტარული, მარტივი ჯაჭვი არსებობს- „ნაცმოძრაობა“ არის, თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა პარტია? თუ კი, მაშინ, დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს, თუნდაც აწ უკვე თეორიული, ქვეყნის მმართველობის პრეტენდენტი, არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება.

სანამ საქართველოში დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანები, პოლიტიკური ორგანიზაციები, პირველ რიგში, ხელში არ აიღებენ ოპოზიციონერობას და დღეს, ეს ნიშა მითვისებული აქვს აგენტურას და ოპოზიცია არ არსებობს, გარდა რამდენიმე პატარა პარტიისა, რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან, გასაგებია საზოგადოებას ჩვენგან გასული ადამიანების დაჯერება უჭირს. გავიგე ეს, მათი ოპონირებაც არ არის ისეთი მწვავე და საგნობრივი ოპონირება დღეს ქვეყანაში არავის აინტერესებს მათი შექმნილი დღის წესრიგიდან გამომდინარე - დანარჩენი, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არცერთი არ არის პარტია. 

ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ჯერ უნდა შეიქმნას ოპოზიციური ძალა. ოპოზიციური ძალა არ არსებობს ჯერ, რომელსაც აქვს რაღაც ძალა, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენდენტი გახდეს. სანამ ჯანსაღი ოპოზიციური ძალა არ შეიქმნება, მანამ ჩვენ ქვეყანაში გვექნება სერიოზული პრობლემა ჯერ ოპოზიციის და მერე ხელისუფლების ჩამნაცვლებელი რეალური ქართული ძალის. უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს. ეს არის მოცემულობა, რაც არის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო, რომელშიც პირველი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები