არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების გავრცელების და მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ტერორი და მუქარების სერია სოცქსელში - საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.
დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, - წერია ინფორმაციაშია.
- “პირველებისთვის“ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, 29 ივლისიდან Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი მომხმარებელი ყალბი ანგარიშიდან არასრულწლოვანებისა და მათი მშობლების დამონტაჟებულ, შეურაცხმყოფელ ფოტომასალასა და ტექსტებს ავრცელებს და 10 000 ლარს ითხოვს. მუქარის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ან პოლიციას შეატყობინებენ, 3 ადამიანის მოკვლით იმუქრება. საგარეჯოელები ამბობენ, რომ უცნობი პირი უკვე სატელეფონო ზარებით მუქარაზე გადავიდა, რის გამოც ორ არასრულწლოვანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა
- ტერორი და მუქარების სერია სოცქსელში - საგარეჯოში უცნობი პირი არასულწლოვნებს ფულს სთხოვს