ეკა კუპატაძე ასახელებს მიზეზებს, რატომაც ნია იმნაძის დაკავებას ითხოვდა

06.08.26 14:16
ეკა კუპატაძე ასახელებს მიზეზებს, რატომაც ნია იმნაძის დაკავებას ითხოვდა

"ნია იმნაძე ბოლო ჩვენებაში თვითონ ამბობს, რომ მან უთხრა ალექსანდრე გაბაშვილს [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში მსჯავრდებული] გიგას [ავალიანის] შესახებ - ამის შესახებ "პირველებს" მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ნია იმნაძისა და ალექსანდრე გაბაშვილის შეხვედრა ანძებიდან ამოღებული ინფორმაციითაც დასტურდება. 

რად გვინდა ნია იმნაძის ჩვენება ჩვენ. ანძებით ერთად არიან ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი, როცა ალექსანდრე გაბაშვილი გიგას სურათებს სქრინავს. ერთად არიან და ეს ანძებით ჩანს, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება გიგას საქმეში. 

დიახ, ნია იმნაძის ტელეფინი იყო გასუფთავებული. მას ტელეფონი 10 ნოემბერს ჩამოართვეს და 9 ნოემბერი რომ დაღამდა, მან უკვე იცოდა, რომ პოლიცია ჩამოართმევდა ტელეფონს და 9 ნომებრის ღამით გაასუფთავა ტელეფონი. 

დიახ, წაქეზება გამოიწვია იმ ქმედებამ. რატომ ვამბობდი სიტყვას "წაქეზება" 20 ოქტომბრიდან? იმნაძეს, რომ ეს ამბავი ეთქვა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანთან, არაუჭირდა, რადგან არც მოხდებოდა დანაშაული. მაგრამ მან კარგად იცოდა...

ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და აწმყო , მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა და ეს რა თქმა უნდა იცოდა, ნია იმნაძემაც. როცა კრიმინალური აზროვნების ადამიანთან საუბრობ, თან ისეთ ადამიანთან, ვის მიმართაც სიმპათია გაქვს, რა თქმა უნდა ეს უკვე ნიშნავს დანაშაულისკენ ბიძგებას. 

მე ვიცი ის, რომ ნია იმნაძე სასამართლო პროცესზე ცუდად არ გამხდარა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მეტიც, ჩემი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ, სასამართლოდან ნია იმნაძე გაღიმებული გავიდა. 

თუ ახლა ნია იმნაძე ცუდად არის, არ მიკვირს, გუიშინ მეც გავათენე ღამე, მაგრამ ამაში არც მე მიმიძღვის ბრალი და  მითუმეტეს არც გიგას. ადამიანურად, თუკი ის ახლა, მართლა ცუდად არის, ჩემი შვილის მკვკლელიც შეიძლება, შემეცოდოს. 

მე ნია იმნაძის სახელის და გვარის ხსენების გამო მიჩივის ის ადვოკატი, მისი ე.წ. უფლებადამცველი, რომელმაც ის დამამცირებელ მდგომარეობაში აჩვენა სრულიად საქართველოს"- განაცხადა "პირველებთან" ეკა კუპატაძემ. 

ნია იმნაძე გუშინ, სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.

იმნაძის დაპატიმრებას მოკლული პედაგოგის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს. გიგა აცალიანის ოჯახი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი თავდასხმის ორგანიზატორია. 

გიგა ავალიანზე მკვლელობიე საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია დაკავებული, ზოგიერთი მათგანი მსჯავრდადებულის სტატუსს ატარებს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაესხნენ თავს. ახალგაზრდა კაცი 23 დღეს შემდეგ, 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

ვის რამდენი წელი აქვს მისჯილი?

დემეტრე ჩიქოვანი  - სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი - დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. მას  7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ჩიქოვანთან ერთად ამ სამეზე მსჯავრდებულის სტატუსი აქვთ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, ორივე მათგანს 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და საბოლოოდ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ბრალდება ამტკიცებს, რონ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადებისა და განხორციელების შესახებ, თუმცა მან პოლიციას ფაქტის შესახებ არაფერი შეატყობინა.

 

მსგავსი სიახლეები