შემოსავლების სამსახური აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

06.08.26 16:14
შემოსავლების სამსახური აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ, შემოსავლების სამსახური პასუხობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, "ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება" და "ამ შემთხვევას არკვევენ".

ცნობისთვის, Aktual.ge საინფორმაციო სააგენტო Report-ზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ტრანზიტით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილების (TIR) მძღოლები რამდენიმე დღის განმავლობაში საბაჟო პუნქტებზე არიან შეჩერებული და გადაადგილების ნებართვის მოლოდინში იმყოფებიან. 

ამასთან, მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა საქართველოს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.