ხალხი გაჭირვების პირისპირ მარტო რჩება - დახმარება უკვე 133 324 ადამიანს მოუხნეს

11.08.26 20:24
ხალხი გაჭირვების პირისპირ მარტო რჩება - დახმარება უკვე 133 324 ადამიანს მოუხნეს

სოციალური შემწეობა ივლისში 7235 - მა მოქალაქემ დაკარგა. იანვრიდან ივლისამდე კი  სოციალური დახმარება უკვე 133 324 ადამიანს მოუხნეს.

ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკაა.

ხალხი, რომელსაც სტატისტიკის თანახმად,  სახელმწიფოს შემწეობა აღარ სჭირდება,  თავად ყვებიან, რა მდგომარეობაში მყოფებმა დაკარგეს ელემენტარული დახმარება.

ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ რომ ქულები წყვეტს სოციალური შემწეობის დანიშვნის ან მოხსნის ბედს. მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს ურჩევს, თუ პრეტენზია აქვთ, საჩივარი დაწერონ.

მინისტრის განცხადებიდან გაირკვა ისიც, რომ ბოლო თვეებში, თითქმის, 70 ათასი ოჯახი შემოწმდა, რის შემდეგაც 39 ათას ოჯახს მოუხსნეს. ანუ შემოწმებულებიდან ნახევარზე მეტმა შემწეობა დაკარგა.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.