"ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი" - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს
მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს - ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს "დღის ამებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.
შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი... ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს - ამბობს ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ დადიანიძესთან ერთად მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე იმყოფებოდა.
ჩვენი მეგობარი არის ცოცხალი, ჩემი ვერსია ეს არის, რომ ჩემი მეგობარი უნდა იყოს ცოცხალი, იმიტომ, რომ ჩემი გონება ვერასოდეს დაუშვებს იმას, რომ ის არის გარდაცვლილი. იმიტომ, რომ მე ის გარდაცვლილი მდგომარეობაში არ მინახავს. შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი ცოცხალი და როდესაც ამაზე ვფიქრობთ ვერ გავაჟღერებთ ყველა დეტალს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე... ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს", - ამბობს ანი გელაშვილი.
გელაშვილი " დღის ამბებს" უმხელს, რომ ის ერთ-ერთია იმ 20 გამოკითხულ შორის, რომელიც ბოლო ერთ თვეში გამოძიებამ დამოკითხა. საქმის ოქროს მოწმე საუბრობს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც უფლებადამცველსის თქმით ისმის ხმა "კახა არ მიმატოვო, გეხვეწები".
ანი გელაშვილის თქმით, ეს ხმა გურიკას არ ეკუთვნის. როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ამბობს, აუცილებელია რომ ხმის ექსპერტიზა ჩატარდეს.
რაც შეეხება თვითონ ვიდეოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა - დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი, მისი ტკივილის და არ არის ეს გასაკვირი, რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა, როგორც ვიცი [ვიდეო] ექსპერტიზას აქვს და ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური - ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს რეალური კადრი, საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს გურიკას ხმაა. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობის დადგენა, უნდა დადგინდეს ხმის ავთენტურობა - არის თუ არა ეს გურიკას ხმა", - ამბობს ანი გელაშვილი.
საქმის ოქროს მოწმე ასევევ "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან მიმართავს საპატრიარქოსაც:
თუ შეიძლება ახლა ვისარგებლებ პირდაპირი ეთერის საშუალებით და რადგან ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს, რომ ჩვენი მეგობარი იყოს რომელიმე ეპარქიაში, რომელიმე მონასტერში, მინდა მივმართო საპატრიარქოს და უწმინდეს, თუკი იციან ჩვენი ისტორია, თუკი ოდესმე სმენიათ ჩვენი მეგობრის შესახებ, რომ ის თუნდაც ერთი დღით მაინც ყოფილიყოს რომელიმე ეპარქიაში, ძალიან გთხოვთ აცნობონ დედას, აცნობონ მამას, აცნობონ გამოძიებას", - აცხადებს ანი გელაშვილი.
ასევე ნახეთ:
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმითისმის ბიჭის ხმა “კახა არ მიმატოვო, გეხვეწები“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
რამდენიმე დღის წინ შსს-ს გამოაქვეყნა განცხადა, სადაც დაწერა, რომ რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
ამის შემდეგ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ლომისას მთაზე საგამოძიებო მოქმედებებს სპეციალური ტექნიკით თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ.