ექსკლუზიური ინტერვიუ გოგოსთან, რომელიც მლეთაში დაკარგულ ბიჭთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა
ექსკლუზიური ინტერვიუ გოგოსთან, რომელიც მლეთაში დაკარგულ ბიჭთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა - ანა გელაშვილი, რომელიც კახა გელაშვილის შვილია და ამბობს, რომ გური დადიანიძის მეგობარი იყო, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" დეტალურად იხსენებს 12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე მომხდარ მოვლენებს.
- შეგახსნებთ, რომ კახა გელაშვილის სახელი და გვარი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა 12 წლის წინანდელი ვიდეო, სადაც ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით ისმის ხმა "კახა არ მიმატოვო. გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ეს ხმა მის შვილს ეკუთვნის.
საქმის ერთ-ერთი ოქროს მოწმე ამბობს, რომ ბოლოს გური დადიანიძე მათმა მეგობარმა "თინიმ" ნახა, რომელთან ერთადაც ბილიკს მოუყვებოდა. გელაშვილის მონაყოლით, ბიჭმა თინის უთხრა, რომ წინ წასულიყო და მალე დაეწეოდა.
მაშინ ვიფიქრეთ, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო გამოუშვა თინი და არანაირი ეჭვი არ გვქონია - ამბობს ანა გელაშვილი "დღის ამბებში".
გოგოს მონაყოლის თანახმად, როდესაც დადიანიძე არ დაბრუნდა, სადღაც 5 წუთში მის საძებნელად მისი მამა კახა გელაშვილი ავიდა, თუმცა იქიდან მარტო დაბრუნდა.
პირველი რაც გავაკეთეთ იყო, რომ გურის დაკარგვიდან 10 წუთში უკვე იცოდა სამაშველომ და საპატრულომ, რომლებიც ქვემოთ სამარშრუტო ტაქსებთან იყვნენ მობილიზებულები და დავიწყეთ გურის ძებნა - ამბობს ანი გელაშვილი.
არ ყოფილა ასვლა-ჩამოსვლა რაიმე განსაკუთრებული. მხიარულად ავედით და ასევე მხიარულად ჩამოვედი. არავის ერთმანეთთან შეკამათება არ მოგსვლია. ის ბილიკი, სადაც გურიკა ბოლოს ვნახეთ, არის ძალიან ვიწრო და მოვდიოდით ორ-ორად. უშუალოდ გურისთან ერთად ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი მოდიოდა, რომელსაც გურიმ უთრხა, ოირ წუთით დამტოვე და დაგეწევიო. ბოდიში, გოგოები ბიჭებს ვერ დავდგებით ახლა და ვერ ვუყურებთ. თინი გვიახლოვდება ძალიან მალე, ვკითეთ სადაა გური-თქო და მან თქვა, რომ გურის უთქვამს წადი და დაგეწევითო. ვიფიქრეთ, ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო გამოუშვა თინი და არანაირი ეჭვი არ გვქონია რატომ გამოუშვა თინი. მამამ თქვა, მე კაცი ვარ, ჩემი არ მოერიდება და მივბრუნდებიო. უშვებს თინის დ მიბრუნდა გურის საძებნელად. ჩვენ გამოვაგრძელეთ გზა და დაახლოებით 5 წუთში მამა მოდის და გვეკითება - გური მოვიდა? ვუთხარით რომ არა. მან თქვა, რომ ვერსად იპოვა, ძალიან შეგვეშინდა, იმიტომ, რომ ღამე ხდება ყველაფერი. და პირველი რაც გავაკეთეთ იყო, რომ გურის დაკარგვიდან 10 წუთში უკვე იცოდა სამაშველომ და საპატრულომ. მივმართეთ თხოვნით, რომ დაგვხმარებოდა გურის მოსაძებნად. ეს ცუდად მიეწოდა საზოგადოებას.
არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა 112-ში განგვეხორციელებიდან ზარი და გეტყვით რატომაც- ლომისობას არის ხოლმე, როკმ არიან ბევრი დაშავებულები და ქვემო მლეთაში ყოველ ლომისობას არის მობილიზებული სამაშველო და საპატრულო. შესაბამისად, ჩვენი სამარშრუტო ტაქსი სამაშველო ეკიპაჟიდან დაშორებულია 3-4 მეტრის დაშორებით, პირადად მივედით და პირადად ვაცნობეთ და ეს საქმეში დევს. ამის მერე ყველანი ერთად ვიწყებთ გურიკას ძებნას.
სამარშრუტო ტაქსიდან 300 მეტრის დაშორებით იყო ადგილი სადაც ჩვენ გურიკა დაშორებული და ვიწყებთ მის ძებნას. იქ მცხოვრებ ადამიანებს მინდა მადლობა ვუთხრა, მათი დახმამრებით არცერთი ხე და ბუჩქი არ დაგვიტოვებია შეუმოწმებელი. მოსახლეობამ უდიდესი წვლილი შეიტანა გურიკას მოძებნაში", - განაცხადა ანი გელაშვილმა.
ოქროს მოწმე ასევე საუბრობს ერთ-ერთ გავრცელებულ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც გური შესაძლოა მეწერში მოყოლილიყო. ანი გელაშვილის თქმით, იმ ადგილას, ლომისას მთაზე შეუძლებელია მეწყერი ჩამოწოლილიყო.
როგორც გელაშვილი "დღის ამბებთან" ინტერვიუში ყვება, მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულ მეგობარს და სიმართლე არ შეეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისში ჩავიდნენ, გამოიცვალეს და მერე დაბრუნდნენ უკან.
გოგოს მონაყოლით ასევე დგინდება რომ მლეთაში ადგილზე ჩავიდნენ გური დადიანიძის მამიდა და ბიძა.
ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ არ ყოფილა მეწყერი იქ. მითუმეტეს იმ ადგილას, სადაც გური ვნახეთ, შეუძლებელია იქ მეწყერი ყოფილიყოს.
საპატრულო და სამაშველო ბიჭის გაუჩინარებიდან რამდენიმე წუთში ჩაერთნენ საქმეში. ჩვენ არავინ მიგვიტოვებია, მითუმეტეს გური ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანია და დღემდე ეს დანაკარგი არის ძალიან ტრამვული. ჩვენ ერთი ამბავი ავტეხეთ მაშინ და ერთ-ერთი ადმინისტრაციის რწმუნებულის ყურამდეც კი მივიდა. ჩვენ არცერთს არ დაგვიტოვებია იქაურობა და ის ინფორამცია, რომ ჩვენ სახლში წამოვედით, გამოვიცვალეთდ ა მივბრუნდით არ შეესაბამება სიმართლეს.
ის ეკიპაჟები დილამდე ჩვენტან იყვნენ. ჩვენ პირველი ზარი განვახორციელეთ ოჯახში და ვუთხარით, რომ გურის ვერ ვპოულობთ და ხომ არ ჩასულა სახლში. დავუკავშირდით დედაჩემს, ჩვენი სახლი და გურის სახლი გვდრიგვერდ დგას. გური მამიდასტან იზრდებოდა. დედამ შეატყობინა მამიდას და მის ქმარს. ამის შემდეგ ისინი ჩამოდიან მლეთაში. ამ პერიდოში ისევ აქტიურად ვეძებთ გურის. რომ ჩამოვიდნენ ვუთხარით ყველაფერი მათ.
ყელამდე ტალახში ვიყავით დასვრილები და მუხლის ჩოქვით ვეძებდით. იმდენად მოუწესწრიგებლები ვიყავით, გურის ბიძიამ გვითხრა, თქვენ ახლა წადით, აქ თქვენი ყოფნის საჭიროება არ არის და თუ რაიმე სიახლე იქნება, შეგატყობინებთო. მასთან ერთად დარჩა მამაჩემი კახაც, დედაჩემიც, სამსაშველოც და საპატრულოც და მოსახლეობაც.
შეისვენა იმ გამოყოფილ რელიეფზე ბოლო ეპიზოდზში, ამის მერე არ გვინახავს. ხაზგამსით მინდა ვთქვა, რომ არცერთ მონაკვეტში მარტო არ ვიყავით. გზა არ ვიცოდით, ხალხის ნაკადს გავყევით და გამოვყევით ხალხის ნაკადს.
არანაირი საეჭვო მისთვის არ შეგვიმჩნევია. საეჭვო ის იყო თინისთვის, რომ იმ მომენტში იქ დაისვენა. თინიმ უთხრა, რომ უკვე თითქმის ჩასულები ვართ, 3-5 წუთის გზა გვაქვს და ახლა რატომ ისვენებო. არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია, თორემ რომ შეგვემჩნია, ეს არ მოხდებოდა.
არ გვაქვს ფოტომასალა, რადგან მე მქონდა ნოკიას ტელეფონი და მეხსიერება არ ჰქოჯდა. თუკი რაიმე ფოტომასალა გვაქვს ყველა აქვს გამოძიებას", - ამბობს ანი გელაშვილი.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგოსთან, რომელიც მლეთაში დაკარგულ ბიჭთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა
- "ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი" - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს
თუ გური რომელიმე ეპარქიაში გინახავთ, მიმართეთ ოჯახს - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი საპატრიარქოს მიმართავს
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმითისმის ბიჭის ხმა “კახა არ მიმატოვო, გეხვეწები“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
რამდენიმე დღის წინ შსს-ს გამოაქვეყნა განცხადა, სადაც დაწერა, რომ რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
ამის შემდეგ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ლომისას მთაზე საგამოძიებო მოქმედებებს სპეციალური ტექნიკით თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ.