თუ გური რომელიმე ეპარქიაში გინახავთ, მიმართეთ ოჯახს - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი საპატრიარქოს მიმართავს
ანი გელაშვილი, რომელიც საქმის ლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ერთ-ერთი ოქროს მოწმეა "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან საპატრიარქოს მიმართავს.
გოგო, რომელიც 12 წლის წინ გური დადიანიძესთან ერთად მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე იმყოფებოდა, გადაცემა "დღის ამბებში" ამბობს, რომ მისი და მეგობრების ერთ-ერთი ვერსიით, გური 2014 წელს სწორედ მონასტერში წავიდა.
თუკი ოდესმე გსმენიათ ჩვენი მეგობრის შესახებ, რომ ის თუნდაც ერთი დღით მაინც ყოფილიყოს რომელიმე ეპარქიაში, ძალიან გთხოვთ აცნობონ დედას, აცნობონ მამას, აცნობონ გამოძიებას - მიმართავს გელაშვილი საპატრიარქოს.
გაჟღერდა რაღაც ვერსიები ოჯახიდან, რომ მას სურდა მონასტერში წასვლა, შესაბამისად ვერ დავუშვებდით, რომ ეს ვერსიაც გამოგვერიცხა, ამიტომაც პირველივე თვეს მამაჩემი გურიკას მამასთან ერთად იმყოფებოდა საპატრიარქოში, გავაკეთეთ კიდევაც განცხადება, რომელიც დაიბეჭდა კიდეც გაზეთში, სამწუხაროდ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ეს ვერსია შეიძლება ახლოს არის იმ ვერსიასთან რაც მაქვს. ეს-ერთ-ერთი ვერსიია დიახ ჩემი. ეს ისეთი ბურუსით მოცული ამბავია, რომ ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული. რამდენიმე წლის შემდეგ გურიკას გაუჩინარებიდან, გურიკას დედას, ქალბატონ სოფოს უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ეპარქიებიდან სხვადასხვა ადამიანები. ეს სამწუხაროდ ქალბატონო სოფოსგან პირადად არ გაგვიგია, გავიგეთ ერთ-ერთი გადაცემის საშუალებით, თუმცაღა ანალიზი რომ გავაკეთეთ ამ გადაცემის, მივხდით, რომ ქალბატონმა სოფომ ამ კუთხით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხითად ჩართულები იყვნენ საგამოძიებო სტრუქტურები.
თუ შეიძლება ახლა ვისარგებლებ პირდაპირი ეთერის საშუალებით და რადგან ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს, რომ ჩვენი მეგობარი იყოს რომელიმე ეპარქიაში, რომელიმე მონასტერში, მინდა მივმართო საპატრიარქოს და უწმინდეს, თუკი იციან ჩვენი ისტორია, თუკი ოდესმე სმენიათ ჩვენი მეგობრის შესახებ, რომ ის თუნდაც ერთი დღით მაინც ყოფილიყოს რომელიმე ეპარქიაში, ძალიან გთხოვთ აცნობონ დედას, აცნობონ მამას, აცნობონ გამოძიებას", - აცხადებს ანი გელაშვილი.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგოსთან, რომელიც მლეთაში დაკარგულ ბიჭთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა
- "ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი" - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს
თუ გური რომელიმე ეპარქიაში გინახავთ, მიმართეთ ოჯახს - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი საპატრიარქოს მიმართავს
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმითისმის ბიჭის ხმა “კახა არ მიმატოვო, გეხვეწები“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
რამდენიმე დღის წინ შსს-ს გამოაქვეყნა განცხადა, სადაც დაწერა, რომ რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
ამის შემდეგ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ლომისას მთაზე საგამოძიებო მოქმედებებს სპეციალური ტექნიკით თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ.