გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა - თვითმხილველების თქმით, არიან დაღუპულები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გომის მთის გზაზე - როგორც "პირველებს" ადგილიდან თვითმხილველები ეუბნებიან, დაღუპულები არიან ბელორუსის მოქალაქეები .
ადგილობრივების თქმით, ასევე არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები.
გომის მთის გზაზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ირკვევა, რომ ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს - გრძელდება ხრამიდან ადამიანების ამოყვანა გრძელდება.
მომხდარ შემთვხევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული.