თუ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ჰუმანიტარული დახმარება იყო, რატომ იყო საჭირო ასეთი კონსპირაცია? - ნუკრი ნოდია
"მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებელს, ნუკრი ნოდიას აინტერესებს, ვინ იყო ოკუპირებულ აფხაზეთში ის ადრესატი, ვინც თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი მიიღო და მივიდა თუ არა მართლაც აღნიშნული საწვავი ამ ადრესატამდე.
ნოდია "ოცნბეის" მისამართით სვამს კითხვას - "თუ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ჰუმანიტარული დახმარება იყო, რატომ იყო საჭირო ასეთი კონსპირაცია?".
ომით ორად გაყოფილ საზოგადოებაში არის ლეგიტიმური კითხვები - ორივე მხარეს გვაინტერესებს, ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ იყო, რატომ იყო საჭირო ასეთი კონსპირაცია - ეს პირველი. მეორე - ვინ იყო ადრესატი, მესამე, რეალურად მივიდა თუ არა ადრესატამდე საწვავი და თუ მივიდა, ვინ უწევს ამას მონიტორინგს. იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ გალში აკრძალულია ქართული ენის სწავლა-განათლება, სად არის აქ ჩვენი ინტერესი?", - ამბობს ნუკრი ნოდია.
- ირაკლი კობახიძემ გუშინ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
- ამის შემდეგ ოკპირებულ აფხაზეთში ადგილობრივმა მედიამ ე.წ. “ხელისუფლებას” კომენტარის გაკეთება სთხოვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.
- ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა