ქართული კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას უარყოფენ - ვახტანგ იობაშვილი
ქართული კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას უარყოფენ - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი აწვდის.
როგორც იობაშვილი აცხადებს, არცერთმა ნავთობკომპანიამ მასთან საუბარში ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა არ დაადასტურა.
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან უცხოურ კომპანიას შეეტანა.
იობაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბენზინსი შეტანა ზღვით მომხდარიყო.
ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან სამი ათასი ტონაა საწვავი შეიტანესს.. ეს ინფორმაციააა ტელეგრამ არხებში გავრცელდაა და შემდეგ ნამდვილობა დაადასტურა ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც
კომპანიებს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია. 3000 ტონას თქვენ მეხუმრებით? 3000 ტონა ერთი ტანკერის რაოდენობაა. სატვირთოებით გააჩნია რა კოლონა მიდიოდა, მდინარაზე გადატანას ეს არ ჰგავს. ეს უნდა გადასულიყო ოფიციალურად, ძალიან დიდი მანქანებით. დიახ, ყველა კომპანიას ვესაუბრე, ვინც საწვავზე მუშაობს და ყველა უარყოფს. არც ველოდი სხვა პასუხებს იქედან.
არ არის გამორიცხული (უცხოურ კომპანიას შეეტანა). უფრო მეტად, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება შევიდა ზღვით. იქ მთელი სამსახურებია - საბაჟო, მესაზღვრე, ეს ყველაფერი როგორ მოხდა, არვიცი.
(კითხვა - ანუ ქართული კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას უარყოფენ?) არც მოველოდი სხვა პასუხს. არამგონია, ვინმემ ეს თავის თავზე აიღოს", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან სამი ათასი ტონა საწვავი შეიტანეს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ არხებზე გავრცელდა და შემდეგ ნამდვილობა დაადასტურა "ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმაც.
- ირაკლი კობახიძემ გუშინ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან კერძო კომპანიის მეშვეობით შევიდა.
- ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.