შსს ისევ რუსულ პროგრამებს ყიდულობს - უსაფრთხოების ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

14.08.26 20:28
შსს ისევ რუსულ პროგრამებს ყიდულობს - უსაფრთხოების ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო/ფოტო ექსპერტიზას მოსკოვში სერტიფიცირებული პროგრამით ჩაატარებს. "ოტ კონტაქტ" ის კომპანიაა, რომლის პროგრამითაც სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებებში მონტაჟის კვალს ამოწმებენ. ამაში 140 ათასი ლარი უნდა გადავიხადოთ. შუამავალი კომპანია „საექსპერტო სისტემებია“. წერილი მინისტრის მოადგილეს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის გასაცემად 10 აგვისტოს გაეგზავნა, სავარაუდოა, რომ დღე-დღეზე ხელშეკრულებაც გაფორმდება.  

მოსკოვში რეგისტირებული კომპანიის პროგრამა ძალოვანი უწებისთვის ერთადერთი არ არის, ანაბეჭდების სისტემა ბელარუსული კომპანია ტოდესის საკუთრებაა და მილიონზე მეტი გვიჯდება. რუსული და ბელარუსული პროგრამები ერთ დღეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს. ექსპერტები "ქართულ ოცნებას" ახსენებენ, რომ ოკუპანტმა ერთ დღეს შესაძლოა სამინისტროებს ეს პროგრამები გაუთიშოს.

რუსულ პროგრამებში ხშირად არის ჩაშენებული ფარული წვდომის მექანიზმები, რაც ნიშნას, რომ მონაცემები შესაძლოა, ოკუპანტის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს. დამატებით კი რუსულ კომპანიებს ვალდებულება აქვთ, როდესაც ეფესბე მოსთხოვს, ნებისმიერი ინფორმაცია გადასცენ. ეს ყველაფერი კი აჩენს რისკს, მონაცემები რუსულ სერვერებზე პირდაპირ გადაიტვირთოს.

რუსული ტექნოლოგიური კომპანიები სანქციების ქვეშ არიან, ეს კიდევ ერთი რისკია. რა განმარტებას აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.