პეტიცია "სუხიშვილების" მხარდასაჭერად - ნინო სუხიშვილის პოზიცია ცნობილია

14.08.26 20:42
პეტიცია "სუხიშვილების" მხარდასაჭერად - ნინო სუხიშვილის პოზიცია ცნობილია

ნინო სუხიშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ანსამბლ „სუხიშვილებს“, „ქართული ოცნების“ თავდასხმის შემდეგ გვერდით დაუდგა, თუმცა, ფიქრობს, რომ მსგავსი კამპანიები პოლარიზაციას უფრო მეტად გააღრმავებს და სიტუაციას დაძაბავს.

ბოდიში საკმარისი არ არის კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილისთვის. ხელოვანების აზრით, „ქართული ოცნება“ ის დანაშაულებრივი რეჟიმია, რომელიც საკუთარ შეცდომებს ასე მარტივად ვერ  და არ გამოისყიდის, რადგან ამის არც უნარი აქვს და არც სურვილი".

"ბინძური კამპანია და კულტურის სფეროს დისკრედიტაციის მცდელობა" - ასე აფასებენ ხელოვანები „ქართული ოცნების“ რიგითი წევრებისა და ლიდერების თავდასხმებს „სუხიშვილების ანსამბლსა“ და ზოგადად, იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურა მსოფლიოს გააცნო.

პეტიციის იდეა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს „ქართული ოცნებისათვის“ იმის საჩვენებლად გაუჩნდათ, რომ რა ფორმითაც არ უნდა სცადოს ივანიშვილის გუნდმა, რუსეთის მაამებლური განცხადებები აკეთოს და საკუთარი ქვეყნის კულტუტა დააკნინოს - შედეგს მაინც ვერ მიაღწევს.

საზოგადოება ხელოვანების მხარდასაჭერად მას შემდეგ გაერთიანდა, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს მადისკრედიტირებელი კომენტარების კეთება და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დადანაშაულება, რომ თითქოს მათ 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტთან პროტესტი სათანადოდ არ გამოუხატავთ, თუმცა 2022 წლის შემდეგ მკვეთრად ანტირუსული პოზიციით გამოირჩევიან. ივანიშვილის გუნდის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი სწორედ სუხიშვილების ანსამბლი იყო.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.