ომის უმძიმესი ისტორიები - 34 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

14.08.26 20:30
ომის უმძიმესი ისტორიები - 34 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

ომის უმძიმესი ისტორიები, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილები დღეს გმირთა მემორიალთან იხსენებდნენ. 34 წელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან, რომელსაც 10 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა,  300 000-მდე ადამიანი კი დევნილად აქცია.

მემორიალთან დღეს ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ყველა პატივს მიაგებდა იმ გმირებს, ვინც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში ქვეყნის ერთიანობას შეეწირა.

გმირთა მემორიალთან დილიდან ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძეც, რომელმაც აფხაზეთის ომზე, ემოციურ ფონსა და არაკეთილმოსურნეების გავლენებზე ისაუბრა. თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს არაკეთილმოსურნეებში.

მემორიალთან მივიდნენ ოპოზიცონერი პოლიტიკოსებიც. დღეს ყველა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია,რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. ომი 13 თვე გაგრძელდა.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.